saqarTvelos mdinareebi - gudou
ტერიტორიული ერთეულები | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 11 კმ |
აუზის ფართობი | 45 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,3 მ³/წმ |
სინონიმი: გუდაუ.
მდინარე საქართველოში, აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტი. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 45 კმ². ერთვის შავ ზღვას. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. დამახასიათებელია წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. ერთვის რამდენიმე შენაკადი, რომელთა ჯამური სიგრძეა 9 კმ. საშუალო წლიური ხარჯი 1,3 მ³/წმ.